суббота, 3 декабря 2016 г.

რეფლექსია 4

   
                                               



      ჩემი აზრით დღევანდელი ტრენინგი იყო საინტერესო, რადგან შევისწავლეთ  შეფასების სხვადასხვა სტრატეგიები, მეთოდები და ინსტრუმენტები, შევქმენით წინარე ცოდნის ინსტუმენტები, სხვადასხვა ფორმატები.  გავეცანით გუუგლ-დრაივის მრავალ ფუნქციას. ვიმუშავეთ პროექტის  ზოგიერთი სალითხის ირგვლივ. ირგვლივ

воскресенье, 27 ноября 2016 г.

       



                 რეფლექსია - 3


გავეცანით ეროვნული საწავლო გეგმის ახალ პორტალს, შევისწავლეთ სასწავლო პროექტის დაგეგმვის საკითხები, ავღნიშნეთ რომ პროექტი  აუცილებლად უნდა იყოს დაფუძნებული ეროვნულ სასწავლო გეგმის მოთხოვნებზე. შევარჩიეთ ჩვენი პროექტების შესაბამისი სტანდარტები და ინდიკატორები.
ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო საკითხებზე, ვნახეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო საკითხების პრეზენტაციის სლაიდები, შევადგინეთ პროექტისათვის საჭირო ზოგადი, თემატური და შინაარსობლივი ხასიათის კითხვები.

                          

суббота, 19 сентября 2015 г.

მასალები ინტეგრირებული გაკვეთილისთვის: "სახალიფო - არაბთა იმპერია"


გაკვეთილის თემა
სახალიფო - არაბთა იმპერია

სწავლების საფეხური
VII კლასი (მეორე საფეხური)
მოსწავლეთა პროფილი, რაოდენობა
28 მოსწავლე. 
კლასში არ არის განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეები
გაკვეთილის მნიშვნელობა
(აქტუალობა)
არაბები  დღეს თანამედროვე  მსოფლიოში დიდი პოლიტიკური და ეკონომიური გავლენის ხალხია. მათმა ისტორიამ,  რელიგიამ და კულტურამ სხვადასხვა დროს მრავალი მიმართულებით გავლენა მოახდინა მთელ მსოფლიოზე, მათ შორის საქართველოზეც.
ინტეგრირებული
საგნები
საგნები
მასწავლებლის სახელი, გვარი
ისტორია
ეთერ კვაჭაძე
ხელოვნება
ნანა ლაბაძე
გაკვეთილის სასწავლო მიზნები საგნების მიხედვით
ისტორია
მოსწავლეებმა:
·        განსაზღვრონ გეოგრაფიული ობიექტების და ტერიტორიების ადგილმდებარეობა რუკაზე
ისტ.VII. 3
·        ახსნან, თუ რა გავლენას ახდენს ბუნებრივი პირობები დასახლების ტიპსა და მეურნეობის განვითარაებაზე
ისტ.VII.4
·        იმსჯელონ განსხვავებულ კულტურებსა და ეპოქებში დამკვიდრებული წესების და კანონების შესახებ
ისტ.VII.10
·        გააკეთონ ანალიზი, თუ რა მნიშვნელობა აქვს რელიგიას საზოგადოების ცხოვრებაში
ისტ.VII.12

                                               ხელოვნება
მოსწავლეებმა:
·        დააკავშირონ ისტორიული თემა კულტურასთან
.გ.VII.12
·        დააკავშირონ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები ისტორიულ, რელიგიურ და სოციალურ კონტექსტთან.
 ს.გ. VII.11 
·        გამოიჩინონ ინიციატივა და  უნარი მოცემულ თემაზე ნამუშევრის შექმნისათვის
ს.გ.VII.2
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი
(ინდიკატორი)
შედეგი მიღწეულად ჩაითვლება თუ მოსწავლეები:
ისტორია
·        გამოიყენებენ პოლიტიკურ და გეოგრაფიულ რუკებს და შეძლებენ ტერიტორიების,  ისტორიული ადგილების, ისლამის წარმოშობის და გარცელების არეალების ჩვენებას
·        იმსჯელებენ სხვადასხვა გარემოში მოსახლეობის განსახლების თავისებურებების შესახებ
·        შეადარებენ ერთმანეთს  სხვადასხვა ეპოქაში ერთი ქვეყნის ისტორიაში მომხდარ ცვლილებებს( ძველიდან თანამედროვე არაბულ სამყარომდე)
·        გააკეთებენ ანალიზს, თუ რა როლი შეასრულა რელიგიამ არაბების ცხოვრებაში

                                           ხელოვნება
·        იმსჯელებენ არაბული კულტურისა და ხელოვნების შესახებ.
·        შეადარებენ სხვადასხვა რელიგიური ნაგებობის ფორმებს, დეკორს და გააცნობიერებს მათ განსხვავებულობას.
·        შექმნიან მარტივ კომპოზიციას Paint-ის პროგრამაში

თანმიმდევრობა
(აქტივობა - დრო)
გაკვეთილის მიმდინარეობს ინფორმატიკის კაბინეტში. მოწავლეები სხედან ჯგუფებად( 4ჯგუფი)

I აქტივობა -  გავეთილის ზარის დარეკვამდე განწყობის შესაქმნელად წუთიანი ვიდეო რგოლი თანამედროვე არაბულ სამყაროს შესახებ
                                                                                        2 წუთი
II აქტივობა - მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების შემოწმება,  მათი ორგანიზება,სათანადო მითითებების მიცემა
                                                                                        2წუთი
III აქტივობა - ისტორიის მასწავლებელი საუბრობს გაკვეთილის მიზნებისა და ამოცანების შესახებ. პარალელურ რეჟიმში ეკრანზე აჩვენებს გაკვეთილის თემას და ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკას.  მოსწავლეებს შეახსენებს წინა გაკვეთილზე შეთანხმებულ ჯუფური  მუშაობის პრინციპებს  და საშინაო დავალებებს
                                                                                        3 წუთი
IV აქტივობა - საშინაო დავალებების პრეზენტაციები შემდეგ საკითხებზე:
1.არაბეთის გეოგრაფიული მდებარეობა, ბუნება, საცხოვრებელი პირობები
2. მომთაბარე და მკვიდრი არაბების ცხოვრება და სამეურნო საქმიანობა
3.არაბთა რელიგია ისლამის მიღებამდე
4.რა ვიცით მუჰამედის და ისლამის შესახებ

პრეზენტატორი ჯგუფიდან ერთი მოსწავლე. პრეზენტაციისთვის გამოყოფილია 2-3 წუთი
                          
შეკითხვებს მოცემულ კონკრეტულ საკითხზე სვამენ სხვა ჯგუფის წევრები.  პრეზენტატორის ჯგუფის წევრებს შეუძლიათ დაეხმარონ პრეზენტატორს. პრეზენტაციების შემდეგ ჯგუფის I დავალების შეფასება მოსწავლეთა მონაწილეობით და მასწავლებლის განმავითარებელი კომენტარებით.
                           (სულ ამ სახის აქტივობას დასჭირდება



V აქტივობა - ხელოვნების მასწავლებელი ატარებს  მინი-ლექციას თემაზე „არაბულ-ისლამური კულტურა და ხუროთმოძღვრული ძეგლები“ და აქვე თემატური სლიად-შოუ მასწავლებლის კომენტარებით
                                                                                       3-4 წუთი
VI აქტივობა - ისტორიის მასწავლებელი ამბობს, რომ მოსწავლეებმა სახელმძღვანელოს მიხედვით დამოუკიდებლად უნდა დაამუშაონ ახალი მასალა, რომელიც არაბთა დაპყრობებს და სახალიფოს შექმნას ეხება. თითოეული ჯგუფი აირჩევს ბარათს, სადაც მოცემულია კითხვები დამოუკიდებელი საკლასო სამუშაოსთვის (წყაროების განხილვა)

                  წყაროს გაცნობის  და გაანალიზების დრო  5 წუთი
                 ჯგუფებიდან დავალების წარმოსადგენად 2-2 წთ
                                                                                       
VI აქტივობა -  ისტორიის მასწავლებელი წყაროებზე მუშაობის პროცესში  დაფაზე წერს და  იძლევა ტექსტში მოცემული უცხო სიტყვების  განმარტებებს (მაგ: სურა, დრაჰკანი,  სუნა, შიიზმი, ჰადისი  და ა. შ )  იძლევა სათანადო რჩევა -დარიგებებს საჭიროების შემთხვევაში
                               სულ V –VI აქტივობას  13-15 წუთი

          
კითხვები დამოუკიდებელი სამუშაოსთვის:

წყარო ა
1.დაახასიათე არაბთა სახალიფო
2.ვინ იყვნენ და რა მოვალეობებს ასრულებდნენ ხალიფები
3.რა შედეგები მოჰყვა არაბთა ბატონობას.

წყარო ბ
1.ვინ იყო ჰაბინ-იბნ-მასლამა, როდის და რომელ
ტერიტორიებზე ილაშქრა მან  საქართველოში
2.როგორი შინაარსის წერილი გადასცა ჰაბიბ იბნ მასლამამ ქართველებს
3.ვის და რატომ ეძახდნენ არაბები „საღვთო წერილის“ მქონე ხალხებს

წყარო გ
1.როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ დაპყრობილი ხალხის მიმართ არაბებს
2.რატომ ექცეოდნენ არაბები თავდაპირველად ლმობიერად  დაპყრობილ ხალხს
3.როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა არაბების სამხედრო წარმატებები

წყარო დ
1როდის შეესივნენ არაბები ესპანეთს
2.რა ულტიმატუმი წაუყენეს ერთ-ერთი ციხე-სიმაგრის მცველს არაბებმა
3.რატომ გაამკაცრეს რეჟიმი არაბებმა დაპყრობილ ქვეყნებში XI საუკუნეში

VII  აქტივობა - ხელოვნების მასწავლებელი აძლევს დავალებას ჯგუფებს PAINT-ში შეასრულონ რაიმე მარტივი ტიპის კომპოზიცია
არაბულ-მუსლიმანურ თემატიკაზე, უწევს ჯგუფებს  სათანადო კონსულტაციებს.შეფასდება ჯგუფის მიერ წარმოდგენილი ერთი ნამუშევარი
                                                                                      5 წუთი

VIII  აქტივობა - ისტორიის მასწავლებლის მიერ  ჯგუფების მუშაობის შეფასება  მონიტორზე გამოტანილი რუბრიკის მიხედვით,  გამარჯვებულის გამოვლენა, დაჯილდოება კომპლიმენტებით.. გაკვეთილის შეჯამება, მოსწავლეთა აზრის გაგება გაკვეთილის შესახებ საშინაო დავალების მიცემა ( მონაცემთა შეგროვება ყოფილ არაბთა სახალიფოს ტერიტორიაზე დღეს არსებული სახელმწიფოების შესახებ)
                                                                                    1-2 წუთი

შეფასება
 ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
(თითოეული კრიტერიუმი 0-დან 2 ქულამდე)           

კრიტერიუმები
ჯგუფები
I
II
III
IV
ჯგუფის წევრები კარგად წარმოაჩენენ თავის დავალებას (საპრეზენტაციო უნარები)




ჯგუფის ყველა წევრი ჩაბმულია საქმიანობაში




ყურადღებით უსმენენ სხვა ჯგუფის წევრებს, იცავენ წესრიგს




პრეზენტაციის დროს იცავენ დროის ლიმიტს




ავლენენ შემოქმედებით უნარებს




საბოლოო შედეგები




საკლასო მენეჯმენტი
საგანმანათლებლო რესურსები

·        პროექტორი
·        კომპიუტერები
·        ეკრანი
·        რუკები
·        რვეულები, თაბახის ფურცლები
·        სახელმძღვანელო

              ინფორმაციის წყაროები:
·        ლ.პატარიძე, მ.სურგულაძე, თ.უზუნაშვილი    -  ისტორია VII კლასის სახელმძღვანელო
·        ნ. პაპუაშვილი -მსოფლიო რელიგიები საქართველოში
·        ს.ჯანაშია - არაბობა საქართველოში
·        ბ.სილაგაძე - არაბთა ბატონობა საქართველოში
·        http/ www.istoria.ge
·        http/www.matiane.com
·        http/www.wikipedia.org
·        http/www.yotube.com
·        Microsoft office pawer point presentation
·        Paint




პროფესიული განვითარების სქემაში ჩართული მასწავლებლის პროფესიული განვითარების              
                                        განხორციელებული გეგმა
 სახელი - ეთერი                                                 გვარი - კვაჭაძე
 სკოლა - ქ. თბილისის 181-ე საჯარო                 თარიღი - 10.09.2015 წელი


N
აქტივობის სახე
განმახორციებელი ორგ-ია
თემატიკა
განხორციელების ვადები, წელი, სემესტრი
შენიშვნა
1.
ინტეგრირებული გაკვეთილი (ისტორია, ხელოვნება)
181-ე საჯარო სკოლა

სახალიფო - არაბთა იმპერია
VII კლასი
 2013 წელი,
 I სემესტრი
 27 ნოემბერი

2.
სასწავლო რესურსის შექმნა ლემილში
181-ე საჯარო სკოლა
გაკვეთილის გეგმები, პროექტი
2011-2014  წელი

eterkvachadze.blogspot.com

3.
ტრენინგი
მასწავლებელთა სახლი
ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება ისტორიის სწავლების დროს
2011 – 2012  წელი
ვერ ვაზუსტებ თარიღს
                                              

                                          მასწავლებელი                     /ეთერ კვაჭაძე/

                                      დირექტორი                            /მ.გიორგობიანი/

 


რეფლექსია
ანგარიში ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარების შესახებ

გაკვეთილის ჩატარების თარიღი:    2014 წლის 18 დეკემბერი
სკოლა:  ქ.თბილისის 181-ე საჯარო სკოლა
კლასი: VII-3
საგნები:  ხელოვნება, ისტორია
ისტორიის პედაგოგი: ეთერ კვაჭაძე
ძირითადი თემა:  სახალიფო  --არაბთა იმპერია
მისაღწევი შედეგები თავდაპირველი გეგმის მიხედვით:
ისტორიაში: 
მოსწავლეებმა უნდა განსაზღვრონ რუკაზე გეოგრაფიული  ტერიტორიების ადგილმდებარეობა; ახსნან, თუ რა გავლენას ახდენს ბუნებრივი პირობები მეურნეობის განვითარებაზე; იმსჯელონ განსხვავებულ კულტურებში დამკვიდრებული წესებისა და ნორმების შესახებ, შეძლონ ანალიზის გაკეთება რელიგიის როლზე საზოგადოების ცხოვრებაში.
ხელოვნებაში:
მოსწავლეებმა ისტორიული თემა უნდა დააკავშირონ კულტურასთან, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები - ისტორიულ და რელიგიურ კონტექსტთან; ამავე დროს, მოცემულ თემატიკაზე უნდა შექმნან მარტივი შემოქმედებითი ნამუშევარი.
საკვანძო მეთოდები/სტრატეგიები:
1.მოცემული თემის ირგვლივ ინფორმაციების მოძიება, შესწავლა, საპრეზენტაციო მასალის მომზადება, სლაიდების დამზადება
2.საშინაო დავალებების პრეზენტაცია
3.რუკებზე მუშაობა
4.არაბული ქალაქების  (მექას და მედინას) შესახებ ვიდეოჩვენება
5.მინი-ლექცია“არაბულ-ისლამური კულტურა“
6.წყაროებზე მუშაობა - ანალიზი
7.სალექსიკონო მუშაობა
8.PAINT -ის პროგრამაში არაბულ-მუსლიმანურ თემატიკაზე მარტივი ტიპის კომპოზიციის შექმნა.
9. ჯგუფების მიერ გაწეული საქმიანობის შეფასება რუბრიკით და გამარჯვებული გუნდის დაჯილდოება კომპლიმენტებით. ასევე გაკვეთილის შეფასება -რეფლექსია მოსწავლეებთან ერთად

შენიშვნა: მასალები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ

ძირითადი სასწავლო რესურსი: სახელმძღვანელო, რვეულები, თაბახის ფურცლები, კომპიუტერები, მონიტორი, რუკები, შეფასების რუბრიკა, სლაიდები და სხვ.
გაკვეთილის შედეგი:
გაკვეთილი ორგანიზებულად წარიმართა. განწყობა საკითხის შესასწავლად  ჯერ კიდევ ზარის დარეკვამდე მუსიკალური ვიდეო ჩვენებით შეიქმნა. საინტერესო იყო პრეზენტაციები,  ჯგუფებს დამზადებული ჰქონდათ ვიზუალური მასალა. პრეზენტაციების მსვლელობისას მოსწავლეებს ვაძლევდი განმავითარებელ კომენტარებს, სადაც მივაწოდე ინფორმაცია, რომ მუსლიმები შეადგენენ საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 10%. მათ რიცხვს მიეკუთვნებიან საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელები და აჭარის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველები.  ხაზი გავუსვი, რომ ისტორიულად, საქართველოში სხვადასხვა რელიგიის მიმდევრებს შორის ტოლერანტული დამოკიდებულება არსებობდა. 
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს უჭირდათ იმის ახსნა, თუ რა გავლენას ახდენს ბუნებრივი პირობები დასახლების ტიპსა და მეურნეობის განვითარებაზე. ამიტომ, მიმაჩნია, რომ  შემდეგში შესაძლებელია ამ საკითხზე  ისტორიისა და გეოგრაფიის საგნების ინტეგრირება მოვახდინო.
გაკვეთილზე შეფასებისთვის გამოყენებული იყო მხოლოდ ჯგუფური მუშაობის რუბრიკა, სადაც ძირითადი კრიტერიუმს პრეზენტაციების შეფასება წარმოადგენდა.  სხვა გაკვეთილებზე, ვფიქრობ,  მეტი ყურადღება უნდა დავუთმო შეკითხვების ლაკონურად დასმის, მათზე დამაჯერებელი და არგუმენტირებული პასუხების გაცემის უნარების გამომუშავების საკითხებს. საინტერესო იყო  წყაროებზე მუშაობა, რადგან  ამ სახის მარტივი სავარჯიშოები,  გარკვეულწილად, ხელს  შეუწყობს ანალიტიკური უნარების განვითარებას.
Paint-ის პროგრამაში მუშაობამ ხმაურიანი ფუსფუსი გამოიწვია. ზოგიერთი მოსწავლისთვის გამოყოფილი დრო საკმარისი არ აღმოჩნდა, ითხოვდნენ დროის დამატებას.  ვეცდები, შემდგომში ამ აქტივობისთვის მეტი დრო გავითვალისწინო.
მოცემულმა გაკვეთილმა მოსწავლეებს საბაზისო ცოდნა მისცა არაბულ სამყაროზე და ისლამის როლზე არაბების ცხოვრებაში. ეს ცოდნა მათ გამოადგებათ IX კლასში,                              როცა შეისწავლიან -  საქარველოში არაბთა ბატონობას,  XI კლასში -  არაბული იმპერიის შექმნასა და გავლენას მსოფლიო ისტორიაზე.
როგორც მოსწავლეებმა და დამსწრე პედაგოგებმა აღნიშნეს, შერჩეული სტრატეგიები ეფექტური, შედეგზე ორიენტირებული და საჭიროებებს მორგებული იყო. ჯგუფებს შორის მოსწავლეებს ერთმანეთთან ჰქონდათ საქმიანი, პარტნიორული კომუნიკაციები. გაკვეთილი ხალისიანი და დინამიური იყო.