среда, 16 декабря 2009 г.

სასწავლო პროექტი



1.პროექტის სახელი: "ეს არ უნდა განმეორდეს"
2.პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინდადადებით
მეორე მსოფლიო ომის შესახებ მასალების მოძიება,, სხვადასხვა აქტივობების განხორციელება, მოსწავლეთა კვლევითი და შემოქმედებითი უნარების განვითარება.
3.პროექტის სრული აღწერა: მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვების 65 წლისთავისადმი მიძღვნილი საინფორმაციო ბუკლეტის დამზადება, სასკოლო კონფერენცია თემაზე: ,,მეორე მსოფლიო ომი და საქარველო,'' სკოლის მიკრო-რაიონში მცხოვრები მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა მოძებნა, მათგან ინტერვიუების აღება, შესაძლებლობის და საჭიროების მიხედვით მათი დახმარება, მანიფესტაცია თემაზე: ,,ეს არ უნდა განმეორდეს,''პროექტისადმი მიძღვნილი კედლის გაზეთის დამზადება ფოტოებით და შთაბეჭდილებებით.
4.მონაწილეთა ასაკი: 15-16 წელი
5.ვადები/ხანგრძლივობა: ორი თვე
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეები მოიძიებენ მასალებს სხვადასხვა ინფორმაციული წყაროდან: სახელმძღვანელოებიდან, მხატვრული ლიტერატურიდან, დოკუმენტური და მხატვრული ფილმებიდან, ძველი ჟურნალ-გაზეთებიდან, მოისმენენ ომის მონაწილეთა ,, ზეპირ ისტორიებს,'' ჩაატარებენ კონფერენციას, მოაწყობენ პრეზენტაციებს.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: პროექტის შედეგად მოსწავლეები ღრმად შეისწავლიან მსოფლიო ისტორიის ერთ- ერთ საინტერესო მონაკვეთს, ჩამოუყალიბდებათ ნეგატიური პოზიცია ზოგადად ომის და კონფლიქტების მიმართ, გაიზრდებიან უფრო ტოლერანტულები.
8.სარგებელი სხვებისთვის: პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ჩაატარებენ სხვადასხვა სახის მასობრივ ღონისძიებებს, რომელსაც დაესწრებიან სკოლის სხვა მოსწავლეებიც, მოხდება მათი ცოდნის გაღრმავება, შეიცვლება მათი დამოკიდებულება ომის და ზოგადად ძალადობის მიმართ, მეტი პატივისცემით მოეკიდებიან ომის მონაწილე მოხუცებს 9.სამუშაო ენა: ქართული
11.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტ.10.3. მოსწავლე გეგმავს და ატარებს ისტორიულ კვლევას. ისტ.11.4 მოსწავლე იკვლევს საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე საშინაო და საგარეო პოლიტიკურ ცვლილებებს.
12.პროექტის ფასილიტატორი: ქ.თბილისის 181-ე საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი ეთერ კვაჭაძე
13.ფასილიტატორის ელ.ფოსტა: eterkvachatdze@gmail.com 14.პროექტის ფორუმი:
15.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
eterkvachadze.blogspot.com